მნიშვნელოვანირეგიონი

არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულება-დაწყებულია გამოძიება

14 წლის გოგონას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150′ მუხლით დაიწყეს, რაც ქორწინების იძულებას ნიშნავს.

ცნობილია, რომ არასრულწლოვან გოგონას 27 წლის მამაკაცთან ქორწინება არ სურდა და თავის დაღწევას ცდილობდა.

გამოძებამ უნდა დაადგინოს, რეალურად ვინ მიიღო მოზარდის გათხოვების გადაწყვეტილება, მაშინ, როცა კანონმდებლობით არასრულწლოვანი პირის ქორწინება,დაუშვებელია.

ამ ეტაპზე, უკვე გამოკითხულია გარდაცვლილი გოგონას მამა, თუმცა, რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამიშლარის მკვიდრი, აითაჯ შახმაროვა, 6 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა, 27 ალიმ ასლანოვ-სადიგოვმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა.

სადიგოვი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, პოლიცია მას დღემდე ეძებს.

მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს და დღეს, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით,პატიმრობა შეუფარდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button