მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა ყირიმში უკრაინის გაშვებული დრონები მოიგერიეს

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. ამის შესახებ ტელეგრამ-არხები იუწყებიან. ადგილობრივმა დე ფაქტო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აფეთქებები დრონების მოგერიებამ გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით „აღკვეთეს“ ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა, 10 დრონი გაანადგურეს, 3 კი, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს. რომელი ობიექტები იყო სამიზნე, დაკონკრეტებული არ არის.

“ღამით უკრაინულ რეჟიმს მცდელობა ჰქონდა, ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ყველა მათგანი ჩამოვაგდეთ”, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმზე თავდასხმის შედეგად დაშავებულების ან ობიექტების დაზიანების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება.
30 ივლისს, რუსულმა სამთავრობო მედია TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვში, ბიზნეს ცენტრის შენობას დრონებით თავს დაესხნენ. მედიის ინფორმაციით, აფეთქება ბიზნეს ცენტრ მოსკოვი-სიტიში მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა. როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობინიანი აცხადებს, მოსკოვი-სიტიში ორი შენობა დაზიანდა. მისი თქმით, 1 ადამიანი დაშავდა.
რუსეთმა მომხდარ თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ უკრაინელებმა მოსკოვში ორი დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან მოსკოვზე თავდასხმა 3 დრონით განხორციელდა.

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროთა ინფორმაციით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის უბეში, სპეცოპერაცია ჩაატარეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა და 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა. წყაროს თანახმად, დაზიანების გამო გემი ვეღარ შეძლებს საბრძოლო ამოცანების შესრულებას.
დღეს დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით(საზღვაო დრონი) შეტევა სცადეს ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე. რუსეთი ირწმუნება, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს.
წყარომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ რუსეთის განცხადება შეტევის მოგერიების შესახებ „ფეიკია“.

მსგავსი პოსტები

Back to top button