მნიშვნელოვანისაქართველო
“სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა” – არქიმანდრიტი

არქიმანდრიტის, იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა, რომელიც მესანთლემ იპოვა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძეხეს. ერთი თვის გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა და წავიდა, რომელიც მესანთლემ იპოვა მტირალი. 112-ში დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს პატარა ანგელოზი,”- განაცხადა არქიმანდრიტიმა იოანე მჭედლიშვილმა.