ციხის ცხოვრება “არაჰუმანურია”- ანდერს ბრეივიკი ნორვეგიის ხელისუფლებას უჩივის

მასიური მკვლელი ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკი ნორვეგის ხელისუფლებას ციხეში არაჰუმანურ და შეურაცხმყოფელ მოპყრობაში ადანაშაულებს. ბრეივიკის თქმით ციხეში არსებული რეჟიმი მის ადამიანურ უფლებებს არღვევს. წერს Skynews.Com

ბრეივიკს, 77 ადამიანის მკვლელობისთვის, 21 წლით აქვს მისჯილი თავისუფლება აღკვეთა და ნორვეგიის მაღალი უსაფრთხოების მქონე ციხეში იხდის სასჯელს.

ანდერს ბრეივიკი ნორვეგიის ხელისუფლებას არაჰუმანური მოპყრობისთვის უჩივის. ნორვეგიელის თქმით, არსებული რეჟიმი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევაა.

მოსმენა შკაინის ციხეში მარტის ბოლოს გაიმართება.

ოსლოს სასამართლოში არსებული დოკუმენტის საფუძველზე, ხელისუფლებას მიაჩნია, “მოსარჩელის მიმართ მიღებული ზომები, მოქცეულია იმ ლიმიტებში, რისი უფლებებიც მას აქვს”

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბრეივიკს ციხეში სამ საკანთან აქვს წვდომა, ერთი საცხოვრებლად, მეორე სასწავლებლად ხოლო მესამე სავარჯიშოდ. ამის გარდა პატიმარს უფლება აქვს ისარგებლოს ტელევიზორით, კომპიუტერით და კონსოლ თამაშებით.

ბრეივიკს არ აქვს სხვა პატიმრებთან ურთიერთობის უფლება, თუმცა მას კონტაქტი აქვს ციხის დაცვასთან და მომსახურე პერსონალთან.

“არსებობს ბრეივიკის გარესამყაროსთან ურთიერთობის ლიმიტები, რაც რა თქმა უნდა მკაცრი და ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა იგი სრულიად იზოლირებული არ არის სხვა ადამიანებისგან, “განაცხადა ხელისუფლების წარმომადგენელმა ადვოკატმა.

თუმცა, ბრეივიკის ადვოკატი, ოისტინ სტორვიკი, ამტკიცებს, რომ მისი დაცვის მქვეშ მყოფი, იზოლირებისაგან გამოწვეული ტრავმებით იტანჯება, რადგან არ გააჩნია წვდომა ვიზიტორებთან” სტორვიკი ასევე აღნიშნავს, რომ ბრეივიკის ერთადერთი ვიზიტორი სიმსივნით დაავადებული დედა იყო. ბრეივიკი დედამ, გარდაცვალებამდე მოინახულა.

ბრეივიკი ხელისუფლებას ბრალს დებს, მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უპატივცემულობაში.

ნორვეგიის ხელისუფლების ცნობით, მკაცრი ზომების მიღება აუცილებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ შეეზღუდათ ბრეივიკისთვის “ექსტრემისტთა ქსელის” აგება, ციხის გარეთ.

ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს, ასაფეთქებელი ნივთიერებით რვა ადამიანი მოკლა, შემდეგ კი უტოიას კუნძულზე, საზაფხულო კამპინგს ცეცხლი გაუხსნა და 69 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2012 წლის აგვისტოში, მას 21 წლით პატიმრობა მიესაჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button