აქცია ანაგაში – ადგილობრივები პრემიერს მიმართავენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფლის 700 მეტრიანი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ ზამთრის პერიოდში არა მხოლოდ ტრანსპორტით, ფეხით გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ.
მოსახლეობის თქმით, ადგლობრივი ხელისუფლება წლებია ფლობს ინფორმაციას პრობლემის შესახებ, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. აქცის მონაწილეებმა წერილობით პრემიერ-მინისტრსაც მიმართეს. უყურადღებობის შემთხვევაში ისინი ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას აანონსებენ.
ანაგაში სიღნაღის მერის წარმომადგენელი ზაქარია ალხანაშვილი ამბობს, რომ პრობლემა მოგვარდება, თუმცა როდის არ იცის.