სპორტი

„ბრიუგე“ ბელგიის ჩემპიონი მე-17-ედ გახდა

ბელგიის ჩემპიონატის 2020-2021 წლების სეზონის პირველობა „ბრიუგემ“ დროზე ადრე გაინაღდა.

ბოლოს წინა ტურის მატჩში, „ანდერლეხტთან“ აღებული ერთი ქულის შემდეგ ბრიუგემ 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიცია გაიმყარა.

მეორე ადგილზე 41 ქულით მას „გენკია“ მოყვება. მესამე ადგილს კი „ანდერლეხტი 33 ქულით ინარჩუნებს.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ბოლო ტურის შემდეგ „გენკია“ მოიგებს და ბრიუგეს გაუთანაბრდება, ეს უკანასკნელი, საუკეთესო მაჩვენებლით მაინც პირველ ადგილზე იქნება.

ბრიუსელის „ბრიუგესთვის“ ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობაა. ჯამში კი კლუბს ტურნირი 17-ჯერ აქვს მოგებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button