თბილისის დინამო ზაგრებს დაუპირისპირდება -LIVE

დღეს, 2 აგვისტოს “დინამო თბილისი”, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მე- 100 ევრო შეხვედრას ჩაატარებს.

გუნდი დინამო არენაზე, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდის საპასუხო შეხვედრაში დინამო ზაგრებს უმასპინძლებს. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება.

2 აგვისტოს დინამო თბილისს თავის ისტორიაში 8 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 4 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 3 მეტოქემ და ერთი თამაშიც ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 18/14 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1953 წელს დინამომ ლენინგრადელ თანაკლუბელს უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლით დაჯაბნა. ავთანდილ ღოღობერიძის დუბლს თითო გოლი ზაურ კალოევმა, კონსტანტინე გაგნიძემ და რევაზ მახარაძემ მიამატეს. ორი წლის შემდეგ დინამო სახლში დამარცხდა მოსკოველ სეხნიასთან.DINAMO-ZAGREBI2

2:6 წაგებულ თამაშში გოლები კონსტანტინე გაგნიძემ და ზაურ კალოევმა გაიტანეს. 1971 წელს მოსკოვის ცსკა- მ დინამოს 6:0 მოუგო. 1983 წელს თბილისელებმა კიშინიოვის ნისტრუ მიიღეს, რამაზ შენგელიასა და გოჩა ჯოხაძის გოლებით ჩვენმა გუნდმა 2:0 იმარჯვა.

2005 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამომ ბრონდბიუ მიიღო და 0:2 დათმო მატჩი. 2007 წელს კი უეფას ევროპა ლიგის პირველი რაუნდის საპასუხო შეხვედრაში ვადუცთან უგოლო ყაიმი დაფიქსირდა.

2003 წელს საქართველოს პირველობაზე დინამომ ტორპედო ქუთაისს სამი უპასუხო გოლით მოუგო. ლადო ახალაიამ ორჯერ აიღო ქუთაისელთა კარი, ერთი გოლიც დღევანდელი დინამოს კაპიტნის- ალექსანდრე ამისულაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში თბილისელებმა ბოლნისის სიონი დაჯაბნეს დიდი ანგარიშით 6:0. ლევან მელქაძის დუბლს თითო გოლი რომერომ, ლევან ხმალაძემ, ჯაბა დვალმა და კახა ალადაშვილმა მიამატეს.

უყურეთ დღევანდელი მატჩის ტრანსლაციას ზუსტად 21:00 საათზე ამ ლინკიდან:  http://fcdinamo.ge/ge/live-stream

მსგავსი პოსტები

Back to top button