მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაერთიანებული სამეფო უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს

პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს.

“პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად მიაწოდონ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა.”- განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.

ზელენსკი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება მოკავშირეებს “სწორ სიგნალს” უგზავნის.

“პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს საუბარში მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს.”- წერს ზელენსკი Twitter-ზე.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სავარაუდოდ, 12 Challenger 2 ტანკს გადასცემს.

Challenger 2-ის ტანკი:

არის ბრიტანული არმიის მთავარი საბრძოლო ტანკი.
ექსპლუატაციაში შევიდა 1998 წელს და ამჟამად გადის განახლებას.
ამჟამად ემსახურება დედოფლისა და მეფის სამეფო კავალერიას და სამეფო სატანკო პოლკს.
გამოიყენებოდა ერაყის ომში
ჰყავს ოთხკაციანი ეკიპაჟი და აქვს 120 მმ-იანი მთავარი თოფი და ორი 7.62 მმ ტყვიამფრქვევი.
მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 59კმ/სთ-ია.
9 იანვარს უკრაინული წყაროები ამბობდნენ, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაშინ ის იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინელი ლიდერების თხოვნას მათი სამხედროების მძლავრი დასავლური ტანკებით აღჭურვის შესახებ უპასუხებდა.

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ BBC News-ს განუცხადა, რომ “როგორც უკვე ითქვა, იარაღის მარაგი ლეგიტიმური სამიზნეა რუსული თავდასხმებისთვის.”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს Challenger 2-ის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

„პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს სატელეფონო საუბრის დროს მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

Downing Street-ის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button