კრიმინალი

„საქმეში მოწმეებად მხოლოდ პოლიციელები ფიგურირებენ“ – ადვოკატი გაგი მოსიაშვილი

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი სამართალდამცავ უწყებებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ლაშა ვაშაკიძისთვის იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს და სასამართლოს არაობიექტურ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.

როგორც ადვოკატმა რადიო ,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“ აღნიშნა, საქმეში მოწმეებად მხოლოდ პოლიციელები ფიგურირებენ და არ მოიპოვება დაკავების ამსახველი ჩანაწერი,  ექსპერტიზით კი, დაკავებისას ამოღებული ნივთმტკიცებების ნაწილზე ლაშა ვაშაკიძის დნმ-ის კვალი არ ფიქსირდება. თუმცა, გაგი მოსიაშვილის თქმით, სასამართლომ ეს გარემოებები არ გაითვალისწინა და ბრალდებულს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე მიუსაჯა.

გაგი მოსიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სამართლებრივ დევნას, წარსულში, ნარკოდანაშაულისთვის მის ნასამართლეობას უკავშირებს. ლაშა ვაშაკიძისთვის გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

მოისმინეთ გაგი მოსიაშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button