კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
არასწრულწლოვნის თვითმკვლელობა და დაგვიანებით დაკავებული მოძალადე

არასრულწლოვანის თვითმკველობის მიზეზი,სავარაუდოდ მასზე განხორცილებული სექსუალური ძალადობა გახდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ ,რომ ფაქტი გასულ ზაფხულს მოხდა.მათი თქმით, პოლიცია მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო , შესაბამისი ექსპერტიზაც ჩატარდა ,თუმცა იმ პერიოდში არავინ დაუკავებიათ.
სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა
შსს-ს მიერ დღეს, 11 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.