მეცნიერებმა ადამიანისა და ღორის ჰიბრიდი შექმნეს [Video]

მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ემბრიონი-ქიმერა შექმნეს, რომელიც ადამიანისა და ღორის უჯრედებისგან შედგება. ინფორმაცია ჟურნალ The Cell-ში გამოქვეყნდა.

ემბრიონში ადამიანის უჯრედების წილი მხოლოდ 0,001% შეადგენს, დანარჩენი უჯრედები ღორს ეკუთვნის. ემბრიონებს განვითარებისთვის მხოლოდ 28 მისცეს, შემდეგ კი გაანადგურეს.

აღნიშნული ემბრიონები ცხოველებში ადამიანის ორგანოების გაზრდის ტექნოლოგიის შექმნას მოემსახურება.

მეცნიერებმა ადამიანის ღეროვანი უჯრედები ღორის ემბრიონს გადაუნერგეს. შედეგად, ადამიანისა და ღორის უჯრედების ნაერთი მიიღეს, რომელიც მდედრი ღორის ორგანიზმში შეიყვანეს. აღნიშნული პროცესი ძალიან ეფექტური არ გამოდგა. 2 075 გადანერგილი ემბრიონიდან მხოლოდ 186 განვითარდა.

მეცნიერების აზრით, აღნიშნულ ქიმერები ახალი პრეპარატების გამოცდასა და ადამიანის ემბრიონებზე დაკვირვებას მოემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button