რეგიონი

გაგრაში 30 ჰექტარი ტყე იწვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში მამზიშხას მთაზე, 30 ჰექტარი ტყე იწვის.

არსებული ინფორმაციით ხანძარი დილით, თავდაპირველად 10 ჰექტარზე გაჩნდა.

“მამზიშხაზე ხანძარმა 10 ჰექტარი ფართობი მოიცვა. ახლა კი უკვე – 30 ჰექტარი ტყე ვაკვირდებით სიტუაციას და მზად ვართ რეაგირებისთვი” – ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გაგრის რაიონის დაცვის სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსი დავით ბგანბა.

ბოლო ინფორმაციით, ცეცხლს დასახლებულ პუნქტებამდე ჯერ არ მიუღწევია.

მსგავსი პოსტები

Back to top button