საქართველოსიახლეები

საქართველოში თითო კაციანი საპატრულო ეკიპაჟებიც გამოჩნდება

საპატრულო პოლიციაში ინერგება ახალი ამერიკული მოდელი, რაც გულისხმობს სტანდარტულ, 2 კაციან საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად, ახალი პატრულ ინსპექტორების დამატებას, რომლებიც პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შედეგად, მეტი ყურადღება დაეთმობა ქალაქის ქუჩებში საგზაო მოძრაობის რეგულირებას და პარკირების მოწესრიგების საკითხს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელმძღვანელმა მაიკლ მაკმენმა პატრულ-ინსპექტორებს სერთიფიკატები გადასცეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებს ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ინსცენირება მოუწყვეს, რომელშიც მონაწილეობას ამერიკელი ინსტრუქტორებიც იღებდნენ“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი პოსტები

Back to top button