ლეოპარდი ინდოეთის სკოლას თავს დაესხა [Photo/Video]

ინდოეთის ქალაქ ბანგალორში განლაგებულ საერთაშორისო სკოლის ტერიტორიაზე 8 წლის ლეოპარდი შეიჭრა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, – იუწყება BBC.

“სკოლიდან დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ ლეოპარდი ღობეზე გადახტა და სკოლაში შევიდა. იგი სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა”, – ნათქვამია ბუნების დაცვის სამსახურის განცხადებაში.

საბედნიეროდ, სკოლა უქმეებზე დაკეტილი იყო. ლეოპარდს 10 საათის განმავლობაში იჭერდნენ. დაშავებულთა შორის 1 პედაგოგი, მეტყევე და ადგილობრივი ტელეარხის ოპერატორია.

როგორც BBC-ის სამსახური აღნიშნავს, ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ლეოპარდს ტრანკვილიზატორი ესროლეს და დააძინეს. შემდეგ კი იგი ზოოპარკში გადაიყვანეს.

ბუნების დაცვის სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ინდოეთში 12–14 ათასი ლეოპარდი ბინადრობს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”29059″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button