მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სტიქია ლაგოდეხში-საქართველო – აზერბაიჯანის საზღვართან მოძრაობა შეფერხებულია.

საქართველო- აზერბაიჯანის საზღვართან, მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე, მოძრაობა შეფერხებულია.
ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები და გარე განათების ბოძები მოგლიჯა.

ქარისგან წაქცეული ხეები გზაზე მიმავალ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მანქანაში არავინ დაშავებულა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგიაც.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე, ამ წუთებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და გზის გაწმენდას ცდილობენ.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი და საპატრულო პოლიციაც.

“ენერგოპროჯორჯიას “ თანამშრომლები ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button