მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ბანკი 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად

მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს უკრაინას ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
სახსრები გამოიყოფა ფონდიდან, URTF-იდან, რომელიც მსოფლიო ბანკმა შექმნა უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, სახელმწიფო მომსახურების უზრუნველსაყოფად და უკრაინისთვის დახმარების განსახორციელებლად.
მსოფლიო ბანკის გარდა ფონდში წვლილი შეაქვთ ავსტრიის, კანადის, ირლანდიის, იაპონიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობებს.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ელექტრომომარაგების ქსელების რემონტი, მათ შორის ახალი ტრანსფორმატორებისა და სხვა ტექნიკის შეძენა, ასევე მობილური ბოილერების სადგურების გამართვა.
შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის 50%-ზე მეტი დაზიანდა, რის გამოც მილიონობით უკრაინელს შეექმნა ენერგომომარაგების, გათბობისა და წყალმომარაგების პრობლემები.
უკრაინელი ინჟინრების ძალისხმევით ელექტროსადგურების უდიდესი ნაწილი კვლავ მიერთებულია ქსელს და მსხვილ ქალაქებში პრაქტიკულად შეწყდა ელექტრომომარაგების პრობლემები, მაგრამ პრობლემები კვლავაც რჩება რაიონებში.

საფრანგეთი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ბლოკავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების დაფინანსების შესახებ ევროკავშირმა მარტში მიიღო, რომელიც ორი მილიარდი დოლარის ევროპის მშვიდობის ფონდიდან გამოყოფას გულისხმობდა.
„ფრანგებმა დაბლოკეს ევროკავშირის გადაწყვეტილება მეორე მილიარდი ევროს შესახებ. პროექტში აღნიშნულია, რომ საბრძოლო მასალის ანაზღაურება უკრაინის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს, თუმცა პარიზს სურს, ახსნა-განმარტების გარეშე დაბლოკოს ეს დებულება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინამ მიიღოს დახმარება იმ მასალებზე, რაც მათ არ მოუთხოვიათ. საბრძოლო მასალებზე მიღებული გადაწყვეტილების გარდა, საფრანგეთს სურს, რაკეტების მიწოდების ანაზღაურების შესაძლებლობა დაამატოს,“- აღნიშნა კონფიდენციალურმა წყარომ პოლონურ გამოცემასთან.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა საფრანგეთის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, მათ შორისაა პოლონეთი.

სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთს, ასევე არც იმ ქვეყნებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტთან არიან „დაკავშირებული“. ამ განცხადებით ის გამოეხმაურა უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ ცნობას, რომ სერბეთი იარაღს აწვდის უკრაინას.
„ეს ტყუილი ჩვენ ათზე უფრო მეტჯერ უარვყავით და ახლა კვლავ ვაკეთებთ ამას“, – თქვა ვუჩევიჩმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი იარაღს აწვდის მესამე ქვეყნებს, რომლებიც შორს არიან უკრაინის კონფლიქტიდან და არაფერი აქვთ მასთან საერთო.
„ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ კონფლიქტის ტერიტორიაზე რაღაც ჯადოქრობით აღმოჩნდება რაიმე იარაღი, მაგრამ სერბეთთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. ეს შეკითხვა ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც არ იცავენ საერთაშორისო ნორმებს, შეთანხმებების დებულებებსა და საქმიან პრაქტიკას. ვიმეორებ: სერბეთს არ გაუგზავნია იარაღი უკრაინაში და ყველაფერი, რაც ამ თემაზე ქვეყნდება, არასანდო მარჩიელობაა“, – აღნიშნა სერბეთის თავდაცვის მინისტრმა.
Reuters-ი ახლახან ინტერნეტში გაჟონილი აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების ანალიზზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სერბეთი დათანხმდა, კიევს გაუგზავნოს საბრძოლო იარაღი ან უკვე გააგზავნა ის.
ადრე წყაროები, ძირითადად რუსული რესურსები, იტყობინებოდნენ, რომ სერბეთმა შეიძლება უკრაინას იარაღი მიაწოდოს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას შემდეგ, რაც კრემლმა სერბეთს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, ბელგრადმა უარყო ეს ცნობები.
მართალია, სერბეთმა დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, მაგრამ მან უარი თქვა, მიერთებოდა რუსეთის – თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მოკავშირის – წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

მიმდინარე თვეში, პაკისტანი უკრაინაში თავდაცვის ტექნიკით დატვირთულ 230 კონტეინერს გაგზავნის. ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, პაკისტანი უკრაინას იმ ფონზე ეხმარება, როცა საკუთარი თვითმფრინავების ძრავების მოდერნიზებისთვის დახმარებას რუსეთს სთხოვს.

სამხედრო ტექნიკით დატვირთული კონტეინერები (MV Bokram, MV Kherson) ყარაჩის პორტიდან გაიგზავნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button