აფხაზეთში აბორტი კანონით აიკრძალა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აბორტს კრძალავს.

შესაბამისი კანონი ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულია.

კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ დე ფაქტო პარლამენტმა 29 იანვარს მიიღო. 9 თებერვალს კი ძალაში შევიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button