ჰარი კეინი ნოემბერში ბრუნდება

Sun-ის ცნობით ლონდონის “ტოტენჰემის’’ ტრავმირებული ფეხბურთელი ჰარი კეინი “არსენალთან’’ დაბრუნდება.ჰარიმ ტრავმა გასულ თვეში, 18 სექტემბერს “სანდერლენდთან’’ მატჩში მიიღო.
ცნობილი ჩრდილოლონდონური დერბი 6 ნოემბერს ”არსენალის” საშინაო არენაზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ კეინმა “არსენალის’’ წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში “ტოტენჰემი’’ დაუმარცხებელია, პოჩეტინოს გუნდი სატუნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.
ჰარიმ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი გოლი გაიტანა.