მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“წირვა-ლოცვას ჯანმრთელი ადამიანი უნდა ატარებდეს”

დიაკვანი რამაზ ჯანგავაძე მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ, სჯულის კანონის დარღვევის შემთხვევებზე საუბრობს. მამა რამაზის განცხადებით, წირვა-ლოცვას მხოლოდ ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი უნდა ატარებდეს და საქართველოს პატრიარქი, რომელსაც მხცოვანი ასაკის გამო, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია, აღნიშნულ ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს.

რამაზ ჯანგავაძე ამბობს, რომ მის მოსაზრებას ეკლესიაში ბევრი იზიარებს, მაგრამ საჯაროდ ლაპარაკს ვერ ბედავს, რადგან დასჯის ეშინია.

მოისმინეთ მამა რამაზის ხმა.

მამა რამაზის განცხადებით, ასევე, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების, ეპისკოპოსების დიდი ნაწილი, დაწინაურებამდე, დაოჯახებული იყო. კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კი, მათ ოჯახები მიატოვეს, რაც ასევე უპატიებელი ცოდვაა.

მოისმინეთ მამა რამაზის ხმა.

მამა რამაზ ჯანგავაძის განცხადებებთან დაკავშირებით, რადიო “თბილისი” საპატრიარქოს პრესსპიკერ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button