საქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, ვირუსისგან 393 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 404 პირი.
671 ადამიანიდან, 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.