“აზოტის” საწარმოს თანამშრომლების პრტოტესტი

რუსთავის “აზოტის” საწარმოს 350 თანამშრომელი, სამსახურიდან გაუფრთხილებლად გათავისუფლების გამო აქციას მართავს.

ქარხნის შესასვლელთან ხალხმრავლობაა. ამ წუთებში მათ საწარმოს ხელმძღვანელობა ხვდება.

აქციის მონაწილეები საწარმოს ახალი მეპატრონისგან სამსახურში აღდგენას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვას, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროტესტო აქციების გზით გააგრძელებენ.

26 იანვარს სამსახურში მუსული “რუსთავის აზოტის” თანამშრომლები დაცვის სამსახურმა ქარხნის ტერიტორიაზე არ შეუშვა. არსებული ინფორმაციით, “რუსთავის აზოტის” ახალმა მენეჯმენტმა 350 მუშა სამსახურიდან გაათავისუფლა.

“რუსთავის აზოტის” პრესსამსახურის განმარტებით, შეიცვალა ქარხნის მეპატრონე და ადმინისტრაციას თანამშრომლები თავიდან აჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button