მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა 10 დასახლება გაანთავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო დარტყმა და 85 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს, რომელსაც ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი აქვს, ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია ხარკოვის ოლქის 1, ზაპოროჟიეს ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 6 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 8 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 3 დარტყმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 10 რაიონი, საჰაერო თავდაცვის 1 პოზიცია და საბრძოლო მასალების 3 საწყობი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 13 თებერვლამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 138 340
​ტანკი – 3 283
ჯავშანტექნიკა – 6 492
საარტილერიო სისტემა – 2 290
სარაკეტო სისტემა – 465
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234
თვითმფრინავები – 296
ვერტმფრენი – 286
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 007
საკრუიზო რაკეტები – 857
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 150
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 217.

მსგავსი პოსტები

Back to top button