კიმ კარდაშიანს ახალშობილი შვილის სურათებში 2,5 მილიონი დოლარი შესთავაზეს

რეალითი-შოუს ვარსკვლავს – კიმ კარდაშიანს რამდენიმე გამოცემამ ახალშობილი ვაჟის ფოტოსურათებში 2-დან 2,5 მილიონი დოლარი შესთავაზა, – იუწყება 7 Days.

რამდენიმე ჟურნალმა კარდაშიან-უესტის წყვილს პატარა ვაჟის სურათების გამოქვეყნებაში 2-დან 2,5 მილიონი დოლარი შესთავაზა, მაგრამ ვარსკვლავებს ეს თანხა ეცოტავათ. როგორც ცნობილია, კიმის უფროსი ქალიშვილის პირველ ფოტოსურათებში პრესა 3,8 მილიონ დოლარს იხდიდა, მაგრამ ბავშვის შშობლებმა ამ თანხაზე მაშინაც უარი განაცხადეს.

სტატიის ავტორი ირონიულად აღნიშნავს, რომ კარდაშიანები, სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, საკუთარ შვილს იაფად “არ გაყიდიან”. მაგალითად ქრისტინა აგილერამ და ჯესიკა ალბამ შვილების სურათები 1,5 მილიონ დოლარად გაყიდეს, მეთიუ მაკონაჰმა 3-ად, ჯენიფერ ლოპესმა 6-ად, ხოლო ბრედ პიტმა და ანჯელინა ჯოლიმ 13 მილიონ დოლარად.

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიან უესტსა და მის მეუღლეს – რეპერ კანიე უესტს, რომელთა ქონება 155 მილიონ დოლარს შედგენს, 5 დეკემბერს ვაჟი შეეძინათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button