მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მწერალი ტორესა მოსი თელავის საპატრულო თანამშრომლებმა დააკავეს [Audio]

სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა , გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადაყვანა სამოქალქო საავადმყოფოში- ამ მოთხოვნებით, პოლიტიკური პარტია გირჩი მეტი თავისუფლების წარმომადგენელი, მწერალი ტორესა მოსი სახელმწიფო უსაფრთხოების კახეთის რეგიონულ სამსახურთან საკუთარი ავტომობილით მივიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მას ტერიტორიის დატოვება იმ მიზეზით მოსთხოვეს, რომ ის შენობის შესასვლელის ბლოკირებას ახდენდა.

მწერლის უარის შემდეგ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ჯგუფი მივიდა, რომლებმაც დაკეტილ ავტომობილში საბაგულიდან შეაღწიეს და დააკავეს.

ტორესა მოსი ამჟამად, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ხოლო ავტომანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მწერლის დაკავების ფაქტზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში  ხათუნა გულიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button