მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ“ ცნო. სამშაბათს გამართულ კენჭისყრაში შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა ერთპალატიანი პარლამენტის 88-მა დეპუტატმა. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, თავი არავის შეუკავებია.

დოკუმენტში ნათქვამია უპირობო გაკიცხვაზე როგორც თავად უკრაინაზე თავდასხმის ფაქტისა, ასევე მისი საკვანძო მოვლენებისა – სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და ტერიტორიების ანექსიისა სეპარატისტულ რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ. დოკუმენტი შეიცავს ასევე მოთხოვნას, რუსეთი გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან.

„პუტინის რეჟიმმა, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება, რუსეთი აქცია ყველაზე დიდ საფრთხედ როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში“, – ნათქვამია რეზოლუციაში. მასში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ აუცილებელია „ერთობლივად წინააღმდეგობა“. დოკუმენტი შეიცავს საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მოწოდებას, მიიღონ ანალოგიური დეკლარაციები.
“ისტორიული დღე. ესტონეთის პარლამენტმა (რიიგიკოგუ) ახლახან მიიღო განცხადება” უკრაინის ტერიტორიის ანექსიის დაგმობა და რუსეთის რეჟიმის ტერორისტულად გამოცხადება. მადლობა ჩვენს ესტონელ მეგობრებს”, – განაცხადა ელჩმა.
რიიგიკოგუ აცხადებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტულად, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, რომლის ქმედებებს ერთობლივად, აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს საერთაშორისო საზოგადოება,” – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ამ დოკუმენტით ესტონეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევის მოთხოვნას და მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გამოიჩინონ ერთიანობა რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირის, ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების საკითხში. ამასთან, რიიგიკოგუ მოუწოდებს დასავლელ პარტნიორებს მნიშვნელოვნად გაუზარდონ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება.

ამავე დროს არ იქნა მიღებული ესტონეთის პარლამენტის დასკვნითი დოკუმენტის რამდენიმე ცვლილება. მათ შორისაა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი მოწოდება, დაუყოვნებლივ გაიწვიონ მოსკოვიდან თავიანთი ელჩები და დახურონ დიპლომატიური წარმომადგენლობები; მოწოდება, რუსეთის მოქალაქეებს არ მისცენ თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში; ასევე მოწოდება ესტონეთის მთავრობისადმი, სრულად დახუროს რუსეთთან საზღვრები და გამოვიდეს ყველა სასაზღვრო შეთანხმებიდან.

ადრე ანალოგიური რეზოლუცია მიიღო ლატვიის პარლამენტმა.

13 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაციის შესახებ, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა. რეზოლუციას 193-დან 143-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგი იყო, მათ შორის ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სირია და რუსეთი, 35-მა ქვეყანამ კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button