მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მესტიის მოსახლეობა სესხების უპროცენტო გადავადებას მოითხოვს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან ადგილობრივების ნაწილი შეიკრიბა და სესხების უპროცენტო გადავადება მოითხოვა.

მათი თქმით, ტურიზმი, რომელიც მათი შემოსავლის მთავარი წყაროა, წლევანდელ სეზონზე, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩავარდა და ისინი საბანკო ვალდებულებებს ვერ ასრულებენ.

აქციის მონაწილეებს მესტიის მერი კაპიტონ კორჟოლიანი შეხვდა. მისი თქმით, სახელმწიფომ ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგა, მათ შორის, პროცენტის სუბსიდირების, თუმცა, სესხების შეჩერება რთული პრობლემაა, რომელზეც მას პასუხის გაცემა არ შეუძლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button