მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

თქვენ რას აპირებთ?-“საფრთხე რეალურია! ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას კითხვით მიმართავს.
“ჩვენ ასე მოვიქცეოდით:1.უშიშროების საბჭოს მოწვევა2.საზღვრების შეზღუდვა/ჩაკეტვა3.ვიზების შემოღება4.მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის. თქვენ რას აპირებთ?” – მიმართავს ხაზარაძე მმართველ პარტიას.

ყოფილი პრემიერი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რუსეთში მიმდინარე პროცესების გამო უსაფრთხოების საბჭო მოიწვიოს.~მისივე რეკომენდაციით, “არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით”, დროებით უნდა ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.
“საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო”, – წერს ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამია გათავისუფლების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყველას მადლობას უხდის მილოცვებისთვის. ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მოულოდნელი “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მილოცვა აღმოჩნდა.
“მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა მოლოცვებისთვის!
მაგრამ უნდა მაპატიოთ და ყველაზე მოულოდნელი და ორიგინალური მაინც პრიგოჟინის მოლოცვა აღმოჩნდა. Go Go Zhenia!
ps ჩვენს მთავრობას არ დაუგმია ჯერ და პრიგოჟინი დასავლეთის აგენტად არ გამოუცხადებია? Image removed. იზამს. მინიმუმ კალაძეს მაინც ათქმევინებს”, – წერს ნიკა გვარამია.

რუსეთში მიმდინარე შიდა სამხედრო დაპირისპირების ფონზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა ახალი ნაკადის შემოდინება უფრო რეალური ხდება.
სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად, საქართველომ უნდა შეწყვიტოს საჰაერო მიმოსვლა და დაკეტოს სახმელეთო საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან-წერს სირცხვილია ფეისბუკ გვერძე

შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ როსტოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შევიდა. “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი. ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა.თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ჯარმა მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. “ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს!” – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button