ლაგოდეხში პროფ სასწავლებლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა [აუდიო]

ლაგოდეხში პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია.

სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთის” ინფორმაციით, ადგილზე მშენებლები ბოლო ორი თვეა აღარავის უნახავს. არადა, როგორც 2015 წლის მიწურულს ლაგოდეხში მყოფმა მაშინდელმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, ლაგოდეხის პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრს სტუდენტები 2016 წლის სექტემბრიდან უნდა მიეღო.

როგორც “ჰერეთს” საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი შალუტაშვილმა უთხრა, “რეაბილიტაციის დროს აღმოჩნდა, რომ შენობის ერთ ნაწილს საძირკველი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც მისი გამაგრება დაიგეგმა”. შალუტაშვილი ამბობს, რომ “მომავალ კვირას ტენდერი გამოცხადება და გაირკვევა, ვინ შეასრულებს გამაგრებით სამუშაოებს”.

შალუტაშვილის თქმითვე, საბოლოოდ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებიდან 200 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

სწავლების ცენტრი ლაგოდეხში ყოფილი “პროფ ტექნიკუმის” ბაზაზე განთავსდება. გეგმის მიხედვით, ცენტრი თანამედროვე სტანდარტების აპარატურით უნდა აღიჭურვოს, სადაც 300 მდე სტუდენტს 29 პროფესიული პროგრამის დაუფლება შეეძლება.

მოუსმიენთ გიორგი შალუტაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button