საქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსით 385 პირია ინფიცირებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 15-ით გაიზარდა და 385 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4971 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519 პირი.
385 ადამიანიდან, 84 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.