სპორტი

დოპინგის გამო დასჯილი კიდევ ერთი რუსი ათლეტი

რუსეთის ნაკრების მორაგბეს, სტანისლავ სელსკის დოპინგ კონტროლის დროს დადებითი მონაცემი დაუდასტურდა.

სელსკი რუსი ათლეტების იმ ვრცელ ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთაც დოპინგის მოხმარების გამო სპორტული ატივობა აეკრძალათ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუს მორაგბეს ორგანიზმში ნივთიერება, სახელად კლომიფენი აღმოაჩნდა.

აღნიშნული ნივთიერება „მსოფლიო რაგბის“ 2021 წლის ანტი-დოპინგურის პროგრამის რეესტრშია და მისი მოხმარებისთვის სპორტსმენი სამ წლიანი დისკვალიფიკაციით ისჯება.

სტანისლავ სელსკიმ „დათვების“ შემადგენლობაში 40-ჯერ ითამაშა. ის 2019 წლის მსოფლიო თასზე იაპონიაში, ტრადიციულად, რუსეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button