ივანიშვილმა დაკარგული მილიონების დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟენევის სასამართლოში შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ს მენეჯერზე, რომელიც მის საინვესტიციო პორტფელს მართავდა, სარჩელი შეიტანა.

როგორც Wall Street Journal-ი იტყობინება, ივანიშვილმა საინვესტიციო პორტფელთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ გასულ წელს შეამჩნია. მან რამდენჯერმე მიმართა საჩივრით ჟენევის პროკურორს, სადაც მიუთითებდა Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტზე და თაღლითობაზე.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილის ზარალი დაახლოებით 100 მლნ შვეიცარიული ფრანკია. მასთან ერთად, დაზარალებულად ორი რუსი ბიზნესმენიც მიიჩნევა.

ჟენევის სასამართლომ თავად Credit Suisse-ის საჩივრის საფუძველზე უკვე წაუყენა ბრალი კომპანიის ყოფილ მენეჯერს, რადგან არსებული ეჭვის საფუძველზე, ის რამდენიმე კლიენტის ფინანსურ დანაკარგს ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან ფარავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button