რეგიონი

მარტვილში, აფთიაქში შესული პირი გარდაიცვალა

მარტვილში,თავისუფლების ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შესული პირი გარდაიცვალა.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მამაკაცი აფთიაქში შევიდა და უეცრად წაიქცა.

არსებული ინფორმაციით,გარდაცვლილი 60 წლამდე მამაკაცი,ზუგდიდის მკვიდრია და იგი მარტვილში შენობების სარესტავრაციო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

“უეცრად წაიქცა და სასწრფო დახმარების ბრიგადამაც ვერ მოუსწრო, უკვე გარდაცვლილი იყო,–ამბობს თვითმხილველი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button