მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსული ძალები ზაპოროჟიეს ბომბავენ

ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, რუსული ძალები ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.
“დილით მტერი თავს დაესხა სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. აფეთქების ტალღამ დააზიანა 21 საცხოვრებელი კორპუსი, 15 კერძო შენობა, სასწავლო დაწესებულება და ავტოსადგომი. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ ყოფილა,” – თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

„ყურადღება! მტრის სარაკეტო თავდასხმა საოლქო ცენტრზე“, – წერს სტარუხი და ზაპოროჟიეს მცხოვრებლებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უკრაინის ცნობით, 15 ოქტომბერს, ღამით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე დრონებით ოთხი ავიაიერიში განახორციელეს, დილით კი 10 S-300 რაკეტა გაუშვეს. ზაპოროჟიეში Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატის შეტევის შედეგად განადგურდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლოკალიზებულია.

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე გუშინ დილითაც დაბომბეს. ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანატოლი კურტევის ინფორმაციით, გუშინ რუსული დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში ინფრასტრუქტურა განადგურდა.უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის, ალექსეი კულებას განცხადებით, სამიზნე ერთ-ერთი დასახლება გახდა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button