მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

პანკისში მოკლული მამაკაცის გვარის წარმომადგენლები იკრიბებიან

პანკისის ხეობაში, 17 იანვარს მოკლული მამაკაცის გვარის წარმომადგენლები, დღეს შეიკრიბებიან.

40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილის ახლობლებმა, შემდგომი მოქმედების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
შეხვედრასთან დაკავშირებით, გვარის წევრები მედიასთან ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

პანკისის ხეობის ერთ- ერთი უხუცესი, ხასო ხანგოშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ქისტური ადათის მიხედვით, შეკრებაში მონაწილეობას მხოლოდ ოჯახის ახლობლები მიიღებენ.

“ეს შეხვედრა არ არის საზოგადო, ამოტომაც უხუცესები ან სხვა პირები, არ მონაწილეობენ. ადათის მიხედვით, ოჯახის ახლობლები შეხვდებიან ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში საკითხი ასე დგას- ხოლმე — თუ დამნაშავეს სამართალდამცავები ვერ იჭერენ, ის თავად გვარმა დააკავოს და გადასცეს მას. ამ ამბავში მოსაგვარებელია ისიც, რომ გაქცეულის ნათესავები სისხლის აღებისგან განთავისუფლდნენ და პასუხი მოეთხოვოს მხოლოდ მას”- განაცხადა ხანგოშვილმა.

მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს, სიმონ მარგოშვილს სამართალდამცავები მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, 46 წლის სიმონ მარგოშვილმა, 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილი, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა. მკვლელობის მოტივი უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button