კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას წყალბადის ბომბი აქვს [Photo]

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას წყალბადის ბომბი გააჩნია და სუვერენიტეტის დასაცავად მისი ამოქმედებისთვის მზად არის.

“ჩვენ უდიდესი ბირთვული სახელმწიფო გავხდით, რომელსაც ატომური და წყალბადის ბომბების აფეთქება შეუძლია, რათა ჩვენი სამშობლოს ეროვნული სიამაყე და დამოუკიდებლობა დავიცვათ”, – ციტირებს ლიდერის სიტყვებს ჩრდილოკორეული სააგენტო.

კორეის ლიდერმა განცხდება ფხენიანის განახლებულ – იარაღის დამამზადებელ ქარხანაში გააკეთა, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღი ჩრდილოეთ კორეაშია დამზადებული.

იმის შესახებ, რომ ქვეყანამ წყალბადის ბომბი შეიმუშავა, ოფიციალური წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ სახელმწიფოდ თავი 2005 წელს გამოაცხადა. 2006, 2009 და 2013 წლებში კი მიწისქვეშა ბირთვული იარაღი გამოსცადა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მრავალრიცხოვანი პროტესტი გამოიწვია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24987″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button