მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლაგოდეხში Covid19-ით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მოქალაქე, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში მკურნალობდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 80 წლის ასაკის მამაკაცი, ლაგოდეხის კოვიდ-ცენტრში, ყვარლის ევექსის კლინიკიდან გადაიყვანეს.

პაციენტს ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, ვირუსულ ინფექციას, თან გულის იშემიური დაავადებაც ერთვოდა.

კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსით გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გარდაცვალების პირველი შემთხვევაც ლაგოდეხში დაფიქსირდა.

გარდაცვლილი მამაკაცი, თბილისის კოვიდ-ცენტრებში ადგილების უქონლობის გამო ვერ გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ამ წუთის მონაცემებით, კახეთში კორონა ვირუსის 588 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 54 ლაგოდეხშია დაფიქსირებული, ხოლო 182 თელავში.

კოვიდ კლინიკაში, 45 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 147- ს აღწევს.

ასევე ნახეთ:

ლაგოდეხში, პაციენტი, ადგილების არქონის გამო გარდაიცვალა

ჯანდაცვა ლაგოდეხში გარდაცვლილ პაციენტზე განმარტებას აკეთებს

მსგავსი პოსტები

Back to top button