ბრიტანეთის სამონარქო წყვილმა საოჯახო დასვენების ფოტოსურათები გამოაქვეყნა [Photo]

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ალპებში საოჯახო დასვენების პირველი ფოტოსურათები გამოაქვეყნეს, სადაც ისინი თავიანთ შვილებთან – პრინც ჯორჯსა და პრინცესა შარლოტასთან ერთად ისვენებენ. ფოტოსურათები კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ Twittеr-გვერდზეა განთავსებული.
ცნობილია, რომ გადაღების ავტორი ფოტოგრაფი ჯონ სტილუელია, რომელიც ალპებში საგანგებოდ დაპატიჟეს, რათა მას სამონარქო ოჯახის პირველი ერთობლივი დასვენება დაეფიქსირებინა.
გამოქვეყნებული სურათების მიხედვით, ფოტოგადაღებამ პატარა პრინცსა და პრინცესას დიდი სიახარული მიანიჭა.
“ეს მათი პირველი ერთობლივი შვებულება იყო, როცა ბავშვებს თოვლში თამაშის შესაძლებლობა მიეცათ”, – განაცხადა კენსინგტონის სასახლის წარმომადგენელმა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”30897″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]