მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან რუსეთის ტერიტორიაზე 40 ბავშვი წაიყვანეს

უკრაინის “ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის” განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 40 ბავშვი წაიყვანეს.
“რუსები უკრაინელ ბავშვებს უტარებენ ტოტალურ სამედიცინო გამოკვლევებს, რათა იძულებით “მკურნალობაზე” გაგზავნონ ბავშვთა ბანაკებში. წინა დღით დამპყრობლებმა ლისიჩანსკიდან და სევეროდონეცკიდან 40 ბავშვი წაიყვანეს რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარეში”, – წერს ცენტრი.
ცენტრი აცხადებს, რომ ბანაკებში ბავშვებს ეუბნებიან, რომ ომი უკრაინამ დაიწყო.
მომავალში მათ არ უბრუნებენ მშობლებს, სანამ თვითონ არ მივლენ მათ წასაყვანად, შემდეგ ოჯახებს უკან არ უშვებენ, რადგან რუსეთს საომარი მდგომარეობა აქვს გამოცხადებული.

რუსეთში ხაბაროვსკის მხარეში ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხევაში მოყვა – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
TASS-ის ცნობით, დაიღუპა 8 ადამიანი, მათგან ერთი რეანიმაციაში გარდაიცვალა და დაშავდა 22, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
კომპანია Amur Minerals-ის ცვლის მუშაკებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევა დღეს ადგილობრივი დროით 06:30 საათზე მოხდა.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 2 სამაშველო ვერტმფრენი.

რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში რუსული მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ცეცხლმოკიდებული ვერტმფრენის კადრები. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა გუბერნატორმა ეკიპაჟის სამი წევრის სიკვდილი დაადასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button