კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

თბილისში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა 2 ახალგაზრდა დაჭრა

თბილისში, 2 ახალგაზრდის დაჭრის გამო 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 ივნისს, თბილისში, კოტე მესხის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნაცნობები – 2001 წელს დაბადებული მ.მ. და 2001 წელს დაბადებული გ.ო. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”,

უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button