მნიშვნელოვანი

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მამაკაცი 5 დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

„პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 20 სექტემბერს 15:45 საათზე, სასწრაფო სამედიცინო დახარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე”,- აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 265-ით მოიმატა, ხოლო 54 გამოჯანმრთელდა.

მიმდინარე სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4664
გამოჯანმრთელებული – 1759
გარდაცვლილი – 27
კარანტინის რეჟიმში – 5584
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 781
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მსგავსი პოსტები

Back to top button