სპორტი

ისტორიული ფაქტი ესპანეთში – პირველი ფეხბურთელი,რომელიც კრიპტოვალუტით შეიძინეს

დავიდ ბარალმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა.

„რეალ-B-ს“ ყოფილი ფორვარდი პირველი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბიტკოინებით (კრიპტოვალუტით) შეიძინეს.

ბარალი ოფიციალურად უკვე წარადგინა „ინტერ მადრიდმა“, თუმცა არ გახმაურებულა სპორტსმენის სატრანსფერო ფასი.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია საგონებელშია ჩავარდნილი. იმის გამო,რომ ეს პირველი შემთხვევაა, ფედერაცია ამბობს, რომ ეჭვები ჩნდება მის ლეგიტიმურობაზე.

საფეხბურთო სამყაროს საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი თუ კრიპტოვალუტით სატრანსფერო ოპერაციების ჩატარება რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button