ძალადობრივი მოწოდებები კანონით დაისჯება

ძალადობრივი მოწოდებები დასჯადი ხდება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. საუბარია ძალადობრივი მოწოდებების სისხლის სამართლის შესაბამისად დასჯასა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთაზე.

კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინსიტროა. ინიციატივის კენჭისყრა მომდევნო სესიაზე იგეგმება. კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ დაუჭერს. დეპუტატთა ნაწილი ფიქრობს, რომ ამით ფეისბუქისა და სხვა სოციალური ქსელების კონტროლი დაიწყება.

უმრავლესობაში კი საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და აცხადებენ, რომ ძალადობრივი მოწოდება დასჯადი იმ შემთხვევაში იქნება, თუ საფრთხე არა ვირტულური, არამედ რეალური იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button