მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

აგვისტოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.

“მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button