მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა

29 დეკემბრის დილას უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ, განაცხადა.

კიევი: დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 18
ლვოვის ოლქი: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 9
დნეპროპეტროვსკის ოლქი: დაიღუპა 5 და დაშავდა 15 ადამიანი. დარტყმა იყო სამშობიაროზეც. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 4 პაციენტი გადაარჩინა
ოდესის რაიონი: სულ დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 15
ხარკოვის რეგიონი: ერთი ადამიანი დაიღუპა, 9 დაშავდა
ზაპოროჟიეს რეგიონი: დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 10
დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები, მანქანები, საწყობები. დარტყმა იყო სამშობიაროზეც. შემთხვევის ადგილებზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები, მაშველები და პოლიციაა მობილიზებული.
უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, ალექსეი კულება Telegram-ზე წერს.

“უკრაინაში მასიური დაბომბვის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა”, – წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსეთმა უკრაინაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. თავდასხმა იყო კიევის, ზაპოროჟიეს, დნიპროს, ხარკოვისა, სუმის ლვივი, და ოდესას ოლქებზე სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.
ოდესაში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ხანძარი მაღალსართულიან კორპუსში გაჩნდა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქიც დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

ზაპოროჟიეს ოლქზე იერიშისას, სამი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. დნიპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა.

რუსულმა ჯარებმა, ხერსონის ოლქზეც მიიტანეს საარტილერიო იერიში. არის მსხვერპლი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. აფეთქებების ხმა ოკუპირებულ მელიტოპოლშიც ისმოდა.

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე წუხელ, 29 დეკემბრის ღამით, განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ორი ტიპის, С-300 და Х-22 რაკეტებით მოხდა.

С-300 მიწისზედა სამიზნეებზე მიმართული საზენიტო კომპლექსია. Х-22 ფრთოსანი რაკეტებია.

ტერეხოვის თქმით, მისთვის ცნობილია სულ ცოტა 8-ჯერ დაბომბვის შესახებ. ტერეხოვის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქში 10 რაკეტა ჩავარდა.

„არის გარკვეული პრობლემები ტრანსპორტისთვის ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი სპეციალისტები უკვე მუშაობენ ელექტრომომარაგების მიწოდების აღდგენაზე”, – წერს ხარკოვის მერი Telegram-ზე.

რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის ქალაქ კონოტოპზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა სამი ადამიანი. ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომანქანებსაც.

ამასთან, კიევში, ზაპოროჟიესა და დნეპრში საჰაერო იერიშები განხორციელდა. კიევის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. უკრაინული მედიის ცნობით, დნეპრში ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრსაც.

რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მასირებულ საავიაციო და სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის განცხადებით რუსეთმა არსენალში არსებული ყველაფერი გამოიყენა.

„სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა X-101/X-505 გაუშვეს. დაახლოებით 110 რაკეტა გაისროლეს, მათი უმეტესობა ჩამოგდებულია“, – ამბობს ზელენსკი.

29 დეკემბრის მასირებულ თავდასხმაზე რუსეთს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ქალაქ კონოტოპზე 29 დეკემბრის გამთენიისას თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და ავტომომსახურების სადგური და გაჩნდა ხანძარი. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა რაკეტებით განხორციელდა.

ლვოვში 10-ზე მეტი დრონით თავდასხმის შესახებ ქალაქის მერმა ანდრი სადოვმა განაცხადა. მისი თქმით, ლვოვში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოდესაში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები მრავალსართულიან შენობას დაეცა და ხანძარი გაჩნდა, განაცხადა რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა. მისივე თქმით, დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება.

წინასწარი ცნობებით, ყველა ჩამოთვლილ ქალაქში სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს გარეთ არ გავიდნენ და უსაფრთხო ადგილას დარჩნენ.
ჩერკასის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ ტაბურეტსის ცნობით, რუსებმა ჩერკასის რაიონში, საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე.

წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 12 სახლი.

ზარალისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ზუსტდება.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ რუსებმა მხოლოდ ხარკივს 10-ჯერ ესროლეს. ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის, სერგეი ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ქალაქი დნიპრო დაბომბეს. იერიშის შედეგად დაიღუპა 6 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ერთი 2 წლამდე ასაკის ბავშვია.

მისივე ინფორმაციით, არიან დაკარგულებიც. ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება

ცნობისთვის უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებსა და თავდაცვის ძალებს შორის, ბოლო 24 საათში, ფრონტზე 42 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

მსგავსი პოსტები

Back to top button