ზუგდიდის ლაბორატორიაში 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 61 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, მათგან 14-ზე დადებითი პასუხია.
ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“3 შემთხვევა ზუგდიდშია, აქედან 1-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. 6 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. 2 – სენაკში, რომელთაგან 1 უკვე გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორეს ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს. 2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, მიმდინარეობს მათი წყაროების მოძიება. 1 შემთხვევა უკავშირდება ოკუპირებული აფხაზეთის უკვე დადასტურებულ კონტაქტს. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 231 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 78 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 28 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთის კლინიკიდან გაეწერა 3 კოვიდ პაციენტი, რომელთაგან 1 ფოთელია, ხოლო 2 კი გურიის რეგიონის მაცხოვრებელია. რუხის კლინიკიდან გაეწერა 2 პაციენტი, ორივე ზუგდიდის მაცხოვრებელია. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 131 ადამიანი.