ქეთევან ქარდავა: ,,მითხრეს, რომ თბილისიდანაც შემიძლია გავაკეთო იგივე”

საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე რადიო თბილისთან ,,მოამბეს“ კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა სატელეფონო კომენტარს აკეთებს. ჟურნალისტის თქმით, მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ შეატყობინა არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ბიუროს დახურვასთან დაკავშიორებით და ამის ოფიციალურ მიზეზად, ბიუროს შენახვის ხარჯები დაასახელა. ქეთევან ქარდავას თქმით, მან მიიღო შეთავაზება, რომ თბილისიდან გააგრძელოს თავისი საქმიანობა, თუმცა ჟურნალისტისთვის ძნელი წარმოსადგენია, თბილისიდან ევროპაში გადაღებებზე სიარული არხს უფრო იაფი დაუჯდეს. ქეთევან ქარდავა ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის ნატოსა და ევროკავშირის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ევროპის ბიუროს არსებობა პრესტიჟის საკითხია. შეგახსენებთ, ქეთევან ქარდავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რადიო თბილისთან საუბარში, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ განაცხადა, რომ ევროპის ბიუროს დახურვა არ იგეგმება და იგი ორჯერ გაძლიერდება.
მოისმინეთ ქეთევან ქარდავას ხმა.
[fap_track id=”69679″ layout=”list” enqueue=”no” auto_enqueue=”yes”]