სპორტი
ტოჩინოშინის მეორე გამარჯვება ბაშოზე

ლევან გორგაძემ 2021 წლის პირველ სუპერტურნირზე მორიგ ორთაბრძოლაში აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოთა ენდო დაამარცხა.
ტოჩინოშინს ამ დროისთვის აქტივში 2 წაგება და 2 მოგება აქვს.
გორგაძემ უმძიმესი ბრძოლის წარმატებით დასრულებისთვის თავის საყვარელი ილეთი, იდაყვით გდება გამოიყენა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა და ენდო „იორიკირის“ ფანდით, დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.
ბაშოს მე-5 დღეს ტოჩი, ოძეკი ასანოიამას დაუპირისპირდება.