მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

24 საათი რეზონანსულ სასამართლომდე

24 საათი რეზონანსულ სასამართლომდე – მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი დღეს გახდება.

მესამე პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს მედიკოსები მოინახულებენ. ექიმებმა უნდა თქვან, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესზე დასწრებას.

ექიმების დაკსვნის შემდეგ ჯერი ხელისუფლებაზე იქნება. გაბედავს თუ არა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებული პრეზიდენტის სასამართლოში მიყვანას, ადვოკატებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

უფლებდამცველები სათადარიგო გეგმაზე საუბრობენ, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას არ მისცემს.

მოსამართლის სიტყვებზე ჩვენ რაღაც ილუზიები არ უნდ დავაშენოთ, იმიტომ, რომ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მოსამართლის მონაწილეობით თითქმის ორი თის განმავლობაშ პროცესები არ ჩაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე ითხოვდა ამას და არც კი გამოუთქვამს აზრი, რომ არ შეიძლება ასე გაჭიმო და გააჭიანურო საქმე. მთავარია ხელისუფლების გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ეს არს წმინდა პოლიტიკური პროცესი და არა სამართლებრივი წარმოება. შესაბამისად, მიჭირს, რომ ამ მოსამართლის სიტყვები შევაფასო, იმიტომ, რომ მისდამი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ის არ მიმაჩნია ადამიანად,რომელიც ამ საქმეს რეალურად წყვეტს და რეალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამბობს შოთა თუთერიძე.

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმური საფუძელი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ მიიყვანოს.

ხელისუფლებას არ აქვს არცერთი ლეგიტიმური საფუძველი, რომ უარჰყოს ჩვენი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში დასწრებასთან დაკავშირებით. ჩენ ველოდებით ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მიზანშეწონილია მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან სასამართლო დარბაზში გადასვლა, – ამბობს ბექა ბასილაია.

სააკაშვილის სასამართლოზე დასწრებას რომელიც ხვალ 29 ნოემბერს 11 საათზე უნდა გაიმართოს ეხმაურება ბაჩო დოლიძე

პირველ რიგში, არავითარი უფლება არ აქვთ, არ მოიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თავის პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ სანდოობა სასამართლოსი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ პირობებში იმართება, არის ფაქტობრივად და პრაქტიკულად ნულოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პლატფორმა, საიდანაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეუძლია, ესაუბროს თავის მოსახლეობას.

„მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ იძახის, რომ ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან გასაკვირია, რომ კითხვის ადრესატს არ ეძლევა პასუხების გაცემის საშუალება და ეს რეალურად არის პრობლემა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, ექიმებმა თქვეს, რომ შესაძლებელია, მისი ტრანსპორტირება მოხერხდეს და შესაბამისად, შესაძლებელია ის, რომ თავისუფლად დაესწროს თავის პროცესს. ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან 11:00 საათზე იმართება პროცესი და მხარდაჭერის ნიშნად ვიკრიბებით, იკრიბებიან ადამიანები, ვინც ამ შემთხვევაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დახვდება სასამართლოს ეზოში. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მშვიდობიანი ფორმა მხარდაჭერის“, – განაცხადა დოლიძემ.

პირველი, ვინც დღეს მესამე პრეზიდენტს მოინახულებს მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე იქნება, რის შემდეგაც მასთან “ემპათიას” მედიკოსები შევლენ. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას კი ექიმების სახელმწიფო კონსილიუმი გაასაჯაროვებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button