მნიშვნელოვანისაქართველო
“გიორგი გახარია ხვალ პარლამენტში არ მივა”

ხვალ, 28 ივნისს შს მინისტრი პარლამენტში არ მივა. პრემიერის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მისვლის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამაც შეცვალა. ოფიციალური მიზეზი, რის გამოც შს მინისტრი დეპუტატების წინაშე არ წარდგება უცნობია.
გიორგი გახარია პარლამენტში საკუთარი სურვილით ხვალ უნდა მისულიყო. როგორც “ქართული ონების” დეპუტატები ამბობენ, მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გამოცხადდება, რაც გამოძიება 20 ივნისის საქმეზე პირველ შედეგებს გამოაქვეყნებს.