მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბათუმი-ქედის მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

ბათუმი-ქედის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ დოლოგანთან მეწყერი ჩამოწვა. უკვე რამდენიმე საათია გზა ჩაკეტილია, რის გამოც ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობა იზოლაციაშია მოქცეული.

მიწის ჩამოშლა, სავარაუდოდ, უამინდობამ გამოიწვია. აჭარაში სამი დღეა ინტენსიურად წვიმს.

გზის გაწმენდით სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, შუადღისთვის მაგისტრალი გაიხსნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button